დარბაზები

დახვეწილი ცენტრალური დარბაზი, იდეალური როგორც დიდი წვეულებებისთვის, ასევე ყოველდღიური ვიზიტისთვის, მყუდრო აპარტამენტი ანტრესოლით, რომელიც ცენტრალური დარბაზისგან გამოყოფილია - ზედგამოჭრილი მეგობრული შეხვედრებისთვის; გასათბობი სისტემით აღჭურვილი კომფორტული ტერასა - ეს მთლიანობა ქმნის იდეალურ სივრცეს, რომელიც სტუმრის სიამოვნებაზეა გათვლილი.

სამზარეულო

პელაგონში საბურთალოზე მრავალფეროვან ქართულ კერძებთან ერთად პოპულარული ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებთ. პროფესიონალი მზარეულებისგან დაკომპლექტებული გუნდი, ახალი და ჯანსაღი პროდუქციის მუდმივი კონტროლი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის იმ ერთობლიობას, რომელიც პელაგონში სტუმრობისას გურმანებს დაუვიწყარ გემოს ჰპირდება.

მომსახურება

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენი სტუმრები კმაყოფილი ტოვებენ რესტორანს - მომსახურებაა.მაღალი კლასის სერვისი - ჩვენ გვყავს პროფესიონალი პერსონალი, რომლებიც მუდამ ღიმილიანი სახით ზრუნავენ თქვენზე.სიახლეებისა და ინოვაციების დასანერგად, ისინი სისტემატურად გადიან მოსამზადებელ კურსებსა და ტრენინგებს.

ჩვენ შესახებ

რესტორანთა ქსელი პელაგონი 10 წელზე მეტია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ის სამ ფილიალს აერთიანებს. 2020 წელს პელაგონს ახალი ობიექტი დაემატა ნატახტარში. კომპლექსი ვილა პელაგონი რესტორანსა და სასტუმროს აერთიანებს. ქსელი მრავალფეროვანი სამზარეულოთი და უნიკალური კერძებით გამოირჩევა, მრავალფეროვან ქართულ-ევროპულ კერძებთან ერთად შეფ-მზარეულების საავტორო კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. პელაგონი იდეალური ადგილია ისეთი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა საქორწილო წვეულება, კორპორატიული და საბანკეტო საღამოები.