სამზარეულო

ვილა პელაგონი მრავალფეროვანი სამზარეულოთი და უნიკალური კერძებით გამოირჩევა. პროფესიონალი მზარეულებისგან დაკომპლექტებული გუნდი, ახალი და ჯანსაღი პროდუქციის მუდმივი კონტროლი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის იმ ერთობლიობას, რომელიც პელაგონში სტუმრობისას გურმანებს დაუვიწყარ გემოს გპირდებათ.

დარბაზები

ვილა პელაგონი კომპლექსია, რომელიც სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს. ცენტრალურ დარბაზში ცოცხალ მუსიკას გთავაზობთ. ეზო, ტერასა და განცალკევებული აპარტამენტები მყუდრო შეხვედრებისთვის იდეალურია. მრავალფეროვანი სამზარეულო კი აქ თქვენი ხშირად მოსვლის მიზეზი იქნება. სასტუმრო სხვადასხვა ტიპის 8 ნომრისგან შედგება.

მომსახურება

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენი სტუმრები კმაყოფილი ტოვებენ რესტორანს – მომსახურებაა. ჩვენ გვყავს პროფესიონალი პერსონალი, რომლებიც მუდამ ღიმილიანი სახით ზრუნავენ თქვენზე. სიახლეებისა და ინოვაციების დასანერგად, ისინი სისტემატურად გადიან მოსამზადებელ კურსებსა და ტრენინგებს.

ჩვენ შესახებ

რესტორანთა ქსელი პელაგონი 10 წელზე მეტია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და ის სამ ფილიალს აერთიანებს. 2020 წელს პელაგონს ახალი ობიექტი დაემატა ნატახტარში. კომპლექსი ვილა პელაგონი რესტორანსა და სასტუმროს აერთიანებს. ქსელი მრავალფეროვანი სამზარეულოთი და უნიკალური კერძებით გამოირჩევა, მრავალფეროვან ქართულ-ევროპულ კერძებთან ერთად შეფ-მზარეულების საავტორო კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. პელაგონი იდეალური ადგილია ისეთი ღონისძიებების გასამართად, როგორიცაა საქორწილო წვეულება, კორპორატიული და საბანკეტო საღამოები.